წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 30 ადამიანს მიენიჭა

თითოეულ მათგანს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik.სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2025 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ.
თითოეულ მათგანს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.
მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ:
ზურაბ თურმანიძეს (ექიმი, ქირურგი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრი, კორესპონდენტი, იუნესკო-ს ხალხური მედიცინის ევროპის საერთაშორისო კომისიის წევრი);
თინათინ მღვდლიაშვილს (პოეტი, მხატვარი);
ჯენარო ქრისტესაშვილს (ექიმი–რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი);
ნოდარ ჩხარტიშვილს (ბიოლოგი, მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი);
ბაკურ კიღურაძეს (არქიტექტორი, მეცნიერი);
ოთარ გაბელაშვილს (ინჟინერი, სამთო გეოლოგი);
გივი ჭიჭინაძეს (ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი);
თენგიზ გუგეშაშვილს (ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თოდუას კლინიკის თორაკო-აბდომინალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი);
გოგა პიპინაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი);
თომზირ ცომაიას (სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე);
თინა მგალობლიშვილს (დიქტორი, მსახიობი);
დავით ევგენიძეს (კომპოზიტორი, პიანისტი);
ზურა აბაშიძეს (დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი);
არჩილ გოგელიას (მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი);
თეიმურაზ ჩიგოგიძეს(ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი);
ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძეს (გამომცემელი, მეცენატი);
გიორგი ბურჯანაძეს (ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
ლაუზ (რეზო) ჭანიშვილს (ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე);
ნუგზარ კვაშალს (მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი);
რომან (რომა) რცხილაძეს (მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი);
თინათინ ბუკიას (ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი);
ნოდარ მითაგვარიას (ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი);
ნანული აბესაძეს (მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
მანანა თოდაძეს (მომღერალი, მსახიობი);
ნანული სარაჯიშვილს (კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);
ლეილა მუმლაძეს (მუსიკოსი, პედაგოგი);
თამაზ მოლაშვილს (მუსიკოსი, პედაგოგიური მოღვაწეობის 65-წლიანი სტაჟით);
ნიკოლოზ შენგელაიას (მხატვარი);
მალხაზ დოლიძეს (პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე),
ჯიმი ყიფიანს (იურისტი).
თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.