საქართველოში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 4 ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 174 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, ჯამში 42 399 ლარი შეეფარდათ.