თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დიღომსა და გლდანში გაზმომარაგება ავარიულად 17 ათას აბონენტს შეუწყდა. ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯის" განცხადებაში.
კერძოდ, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დღეს, 19 სექტემბრის 00:15 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდა დიღმის, დიდი დიღმისა და გლდანი-სანზონის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
„გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 10:00 სთ-დან და დასრულდება 21:00 საათისთვის.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.