საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ქალაქ დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ მამიშლარში 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 15:51 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის კერის 14 მ სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.