თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფორვარდმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლით გახსნა და გადამწყვეტი როლი ითამაშა კლუბის „ატალანტასთან“ დამაჯერებელ გამარჯვებაში (4-0) - ავტორიტეტულმა გამოცემამ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
კვარაცხელიამ, რომელმაც საგოლე მომენტი თავად შექმნა და ოთხი მოწინააღმდეგე მოატყუა, გოლი 39-ე წუთზე გაიტანა.
მასპინძელთა გუნდიდან გოლები ასევე მარკინიოსმა, ნუნო მენდეშმა და გონსალო რამოსმაც გაიტანეს.
ანგარიში შეიძლებოდა კიდევ უფრო გამანადგურებელი ყოფილიყო, მაგრამ ბრედლი ბარკოლმა 44-ე წუთზე „ატალანტასთან“ პენალტი ვერ შეასრულა.
ანალიტიკურმა ვებგვერდმა WhoScored კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და მისი თამაში 8,9 ქულით შეაფასა.
მომდევნო მატჩს „პსჟ“ გამართავს „ბარსელონასთან“, ხოლო „ატალანტა“ დაუპირისპირდება „ბრიუგეს“. თამაშები 1 ოქტომბერს და 30 სექტემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორი კვარაცხელია გახდა, ის გოლიც მან „ატალანტას“ კარში გაიტანა.
ეს გოლი გახდა საუკეთესო ჯერ ტურში, შემდეგ კი თვის და მერე წლის საუკეთესო გოლიც გახდა.