ზურაბ ზვიადაური დააკავეს

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში დაკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური 2021 წლის აგვისტოში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა კაცი, რომელმაც მანამდე მისი ძმა მოკლა. ძიუდოისტი თელავის რაიონულმა სასამართლომ 50-ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.