საქართველომ რუსეთის ვალი სრულად დაფარა

მოსკოვის გარდა, ოფიციალურმა თბილისმა სრულად დაფარა თურქეთის, ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის მიმართ არსებული მრავალწლიანი ვალი.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ დაასრულა რუსეთის მიმართ არსებული ისტორიული საგარეო ვალის დაფარვა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველი 10 წლის განმავლობაში აიღო, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთლიანობაში აღნიშნული თანხა 225 მილიონ დოლარს აღემატებოდა - აღნიშნული თანხები საერთო ჯამში მოიცავდა 160 მლნ დოლარის პრობლემურ კრედიტებს, რომლებიც საქართველომ 1999 წლამდე ისესხა, ასევე 1999 წლიდან 2004 წლის მაისამდე აღებული ვალების პროცენტებს და იმ ვალებს, რომელთა დაფარვაც 2004-2006 წლებში უნდა დასრულებულიყო.
ვალის დაფარვა 2011 წელს დაიწყო - ბოლო ტრანში სექტემბერში განხორციელდა.
მოსკოვის გარდა, ოფიციალურმა თბილისმა სრულად დაფარა თურქეთის, ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის მიმართ არსებული მრავალწლიანი ვალი.