თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
ხანძარი სანზონაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი მესამე სართულსა და სხვენს მოედო.
ხანძრის შედეგად დამწვრობა მიიღო მამაკაცმა, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარება „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა გაუწია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.