თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექსპორტზე 11,5 მლნ დოლარის ღირებულების 18,2 ათასი ტონა ვაშლი გაიტანა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაშლის ექსპორტის მოცულობა 7,1-ჯერ, საექსპორტო ღირებულება კი 6,9-ჯერ გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასმა 1 კგ-ზე 0,63 დოლარი შეადგინა.
ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (18 009 ტონა), ყაზახეთი (60 ტონა), ბელარუსი (59 ტონა), სომხეთი (34 ტონა) და თურქეთი (21 ტონა).
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო.
2024 წელს სახელმწიფომ, გასული წლების მსგავსად, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა განახორციელა, რომელიც 15 დეკემბერს დასრულდა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა, რომლებმაც 2024 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან არასტანდარტული ვაშლი მინიმუმ 0,25 ლარად შეისყიდეს, კილოგრამზე 0,1 ლარის სუბსიდია მიიღეს.