ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ხმაური და დაპირისპირება მოქალაქეების მიერ ნარკოტესტზე უარის თქმას მოჰყვა.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის ერთ- ერთ კლინიკაში ნარკოტესტის ჩასატარებლად მიყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს, იუწყება გამოცემა „ინფო იმერეთი”.
ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე კლინიკაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეებმა ნარკოტექსტის ჩატარებაზე უარი განაცხადეს. ისინი ფიზიკურად ჯერ სამედიცინო პერსონალს, შემდეგ კი პოლიციელებს გაუსწორდნენ.
პოლიციამ აღნიშნული პირები დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი – 126-ე და 353-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.