თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ბახმაროს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
დაშავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, 15-ვე პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სწსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.