საპნის ექსპორტი: რა შემოსავალი მიიღო საქართველომ?

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან გაიტანეს 290 ტონა საპონი, რომლის ღირებულება 1,1 მლნ დოლარს შეადგენდა.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 2,1 მლნ დოლარის ღირებულების 625 ტონაზე მეტი საპონი გავიდა, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან გაიტანეს 290 ტონა საპონი, რომლის ღირებულება 1,1 მლნ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, საქართველოში წარმოებული საპნის გაყიდვების ძირითადი ბაზარი აშშ და ლიეტუვაა.
გაყიდვების ტოპ-5 ქვეყანა:
აშშ – 490,2 ათასი დოლარი
ლიეტუვა – 268,7 ათასი
სომხეთი – 165,9 ათასი
თურქეთი – 141,5 ათასი
აზერბაიჯანი – 34,6 ათასი.
რაც შეეხება საპნის იმპორტს, მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა უმნიშვნელოდ.
„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში იმპორტირებულია 9.3 ათასი ტონა საპონი, რომლის ღირებულება 20,9 მლნ დოლარს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში შემოვიდა 19 მლნ დოლარის ღირებულების 8,5 ათასი ტონა საპონი.
საქართველოში საპნის ყველაზე დიდ მოცულობასის იმპორტი თურქეთიდან ხორციელდება.