რთველი საქართველოში: ყურძნის კრეფა, როგორც დღესასწაული – ფოტო

რთველი ყურძნის მოსავლის აღების ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად სექტემბერ-ოქტომბერში აღინიშნება და ეროვნული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
Sputnik
დღეისთვის რთველი აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში მიმდინარეობს და ეტაპობრივად მთელ ქვეყანას მოიცავს, იმისდა მიხედვით, თუ როდის მიაღწევს იქ ყურძენი შესაბამის კონდიციას.
1 / 11

რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია.

2 / 11

კახეთის რეგიონში ღვინის ქარხნებმა უკვე გადაამუშავეს 24 ათასი ტონა ყურძენი.

3 / 11

2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის - თითქმის 320 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს.

4 / 11

ამ დროისთვის მოსავალს იღებენ დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის რაიონებში.

5 / 11

რთველი კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება.

6 / 11

Виноград на заводы уже сдали около 1,5 тысячи фермеров

7 / 11

რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

8 / 11

ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" ჩაიბარებს.

9 / 11

მანამდე, 2020 წლიდან ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში, მთავრობა კერძო საწარმოების მიერ ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვაზე სუბსიდიას გასცემდა.

10 / 11

თუმცა, წელს გადაწყდა, რომ ასეთი სუბსიდიები აღარ გაიცემა და დარჩენილ ყურძენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია შეიძენს.

11 / 11

ფერმერებისგან ყურძნის შეძენის სურვილი 350-მა კერძო კომპანიამ გამოთქვა, მათგან 110-მა შესყიდვები უკვე განახორციელა.