ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან დედა და 1 წლამდე ბავშვი. ახლობლების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.