ექიმების ბრიგადის გამოძახება ხდება ერთიან ნომერზე „112" - აღნიშნულ ნომერზე ზარი ასევე უფასოა მობილური ტელეფონებიდან დარეკვისას.
„სასწრაფი დახმარების" ეკიპაჟი ვალდებულია დაასტაბილუროს პაციენტის მდგომარეობა და გადაიყვანოს იგი უახლოეს კლინიკაში. „სასწრაფო დახმარებამ" შეიძლება უარი თქვას პაციენტის გადაყვანაზე ტერიტორიულად შორს მყოფ კლინიკაში, ან ისეთში, სადაც ადგილები არ არის და პაციენტის, მიღებაზე, შესაძლოა, დაწესებულებამ უარი თქვას.
„სასწრაფო დახმარების" ექიმები არ არიან ვალდებული პაციენტს პირველადი დახმარების გარდა, ადგილზე მკურნალობა ჩაუტარონ. ახლა პრიორიტეტები შეიცვალა და ძირითადი მკურნალობა და გამოკვლევები კლინიკებში ტარდება.
ტურისტებისთვის ეს მომსახურება შეიძლება საკმაოდ ძვირადღირებული აღმოჩნდეს, ამიტომ მათ დაზღვევა სჭირდებათ.