თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული (-65 კგ) კრივის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია.
2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი World Boxing-ის ეგიდით ლივერპულში 4-14 სექტემბერს ტარდება - ტურნირზე პლანეტის საუკეთესო მოკრივეები შეიკრიბნენ.
მეოთხედფინალურ ეტაპზე გურულმა ინდოელი აბინაშ ჯამვალი 4:1 დაამარცხა. ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებით ლაშა გურულს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი გარანტირებული აქვს.
ნახევარფინალები 12 და 13 სექტემბერს გაიმართება. 65 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად ლაშა გურული 12 სექტემბერს უზბეკ ასადხუჯა მუიდინხუჯაევს დაუპირისპირდება.