თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტრი არადეკლარირებული სამედიცინო/კოსმეტიკური დანიშნულებისთვის განკუთვნილი საინექციო პრეპარატების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის სატრანსპოტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 300 ფლაკონი სამედიცინო/კოსმეტიკური დანიშნულებისთვის განკუთვნილი საინექციო პრეპარატი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 81 ათასი ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.