საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჰაერის ხარისხის კუთხით ლიდერია - ვიდეო

საქართველოში ამ დროისთვის ჰაერის დაბინძურების საშუალო დონეა, ამაზე მეტყველებს შვეიცარიული კომპანია IQAir-ის მონაცემები.
Sputnik
138 ქვეყანას შორის საქართველო 72-ე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აზერბაიჯანი (49), სომხეთი (34) და თურქეთი (67), თუმცა ჩამორჩება რუსეთს (99).
ქვეყანაში ჰაერის ხარისხი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წლიური ხარისხის ნიშნულს 3-ჯერ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში ჰაერის ხარისხი უმჯობესდება. 2023-2024 წლებში ქვეყანა IQAir-ის რეიტინგში 62-ე ადგილზე იყო.