ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ფეიქრების ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან.
ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების გაყიდვების ოფისი და სასაწყობე ფართებია განთავსებული, რომელიც ხანძრის შედეგად დაიწვა.
„ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 3000 კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებული იყო სამშენებლო პროდუქცია. ინფორმაციის შემოსვლისთანავე, შვიდ წუთში გამოცხადდნენ პირველი სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებული იყო 20-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სპეცტექნიკა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.