მსოფლიო დღეს

ბრაზილიამ BRICS-ის საგანგებო სამიტი მოიწვია

მხარეებმა იმსჯელეს ტრამპის სავაჭრო პოლიტიკაზე, მათ შორის ვაშინგტონის მიერ პროტექციონისტული ტარიფების შემოღებაზე.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა BRICS-ის რიგგარეშე ონლაინ-სამიტში მიიღო მონაწილეობა მიიღო, იუწყება РИА Новости-ის კორესპონდენტი.
ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას ინიციატივით, ორშაბათს, ბრაზილიაში BRICS-ის ქვეყნების რიგგარეშე ვირტუალური სამიტი გაიმართა, რომელზეც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკა განიხილეს.
ღონისძიების დროს მხარეებმა იმსჯელეს ტრამპის სავაჭრო პოლიტიკაზე, მათ შორის ვაშინგტონის მიერ პროტექციონისტული ტარიფების შემოღებაზე.
შეხვედრის დასაწყისში ბრაზილიის ლიდერმა აღნიშნა, რომ მეორადი სანქციები ხელს უშლის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების განმტკიცებას.
„ექსტრატერიტორიული ზომების შემოღება საფრთხეს უქმნის ჩვენს ინსტიტუტებს, მეორადი სანქციები ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას, გავაძლიეროთ ვაჭრობა მეგობარ ქვეყნებს შორის, „გათიშე და იბატონე“ - ეს ცალმხრივი მოქმედებების ახალი სტრატეგიაა, BRICS-მა კი უნდა აჩვენოს, რომ თანამშრომლობა ყველაფერზე მაღლა დგას“, - განაცხადა ლულა და სილვამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა მხარის ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
„უკრაინასთან დაკავშირებით აუცილებელია რეალისტური (კონცეფციის - Sputnik) შეთანხმებისთვის გზის გაკვალვა, რომელიც უსაფრთხოების სფეროში ყველა მხარის კანონიერ ინტერესებს გაითვალისწინებს“, - განაცხადა ბრაზილიის ლიდერმა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღონისძიება დახურულ კარს მიღმა ჩატარდებოდა, ერთობლივი განცხადების მიღება კი არ იგეგმებოდა.
BRICS – სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა, რომელიც 2006 წელს შეიქმნა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ. 2011 წელს გაერთიანებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა, 2024 წლის დასაწყისიდან კი – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი. 2024 წლის დასაწყისიდან BRICS-ს კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ბელარუსი, ბოლივია, ყაზახეთი, ტაილანდი, კუბა, უგანდა, მალაიზია, უზბეკეთი და სხვა ქვეყნები 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ოფიციალურად გახდნენ გაერთიანების პარტნიორი ქვეყნები. მიმდინარე წლის 6 იანვარს, ბრაზილიის მთავრობამ, რომელმაც გაერთიანების თავმჯდომარეობა 1-ელი იანვრიდან გადაიბარა, ინდონეზიის BRICS-ში სრულუფლებიანი წევრის სტატუსით გაწევრიანების შესახებ განაცხადა.