9 სექტემბერს ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოძრაობა ვაკეში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო შეიზღუდება
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა 9 სექტემბერს დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.
„პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს 06:00 საათიდან 14:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის N76 - დან (უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) წყნეთის გზატკეცილის N6 - მდე საგზაო მონაკვეთში", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.
შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით.
წყნეთის გზატკეცილისა და ბაგების დასახლების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით ავტომობილები იმოძრავებენ ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.
გადაადგილება ასევე შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N309, N351 და N358 ავტობუსები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში შეზღუდული მარშრუტით მოძრაობდნენ, ამჯერად იმოძრავებენ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიამდე.
9 სექტემბრის 14:00 საათიდან რეაბილიტირებულ არეალში სრულად აღდგება როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველა მიმართულებით.
რეაბილიტაციამდე მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.