თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. სამხრეთ კორეაში პარაფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყეა ტელეკომპანია „იმედი".
თიბილაშვილმა (A კატეგორია) ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელი ნატალია მორკვიჩი ანგარიშით 15:7 დაამარცხა და ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
საქართველოს ქალთა ნაკრები 7 სექტემბერს გუნდურ შეჯირებაში იასპარეზებს.
მსოფლიო ჩემპიონატს სამხრეთ კორეის ქალაქი იქსანი 2-7 სექტემბრის პერიოდში მასპინძლობს - ტურნირში ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იღებენ მონაწილეობას.
ქართველი პარამოფარიკავეები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.