ლუკა ჯავახიშვილი ძიუდოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ახალგაზრდა სპორტსმენები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სლოვაკეთში ძიუდოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ჯავახიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლისათვის ერთმანეთს ლუკა ქარელიშვილი (-90 კგ) და ლუკა ჯავახიშვილი (-90 კგ) დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ჯავახიშვილის გამარჯვებით დასრულდა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე ლუკა ჯავახიშვილმა რუმინელი დავით გრილა, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ასლინ კოცოევი და სერბი ბორის რუტოვივი დაამარცხა, ნახევარფინალი კი პოლონელ დერეკ მატკაზთან დათმო.
ახალგაზრდა სპორტსმენები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.