სტივენ სიგალი აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება

Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც ვლადივოსტოკში მიდინარეობს, ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი ეწვია, იუწყება „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, ცნობილ მსახიობთან, რომელიც პლენარულ სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრება, სამახსოვრო ფოტოს გადაღების სურვილი უამრავ ადამიანს გაუჩნდა.
„პლენარული სესიის მონაწილეები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რიგში ჩადგნენ, რათა ამერიკელ მსახიობთან და ამჟამად რუსეთის მოქალაქე სტივენ სიგალთან სურათი გადაეღოთ“, — წერს „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი.
აღმოსავლეთის მეათე ეკონომიკური ფორუმი ვლადივოსტოკში 3-6 სექტემბერს იმუშავებს შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა „შორეული აღმოსავლეთი — თანამშრომლობა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“.