ზახაროვა: უკრაინაში კანონიკური ეკლესიის ლიკვიდაციის შემდეგ, ტაძრებში საუნები გაიხსნება

Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციის შემდეგ, რომლისკენაც ისწრაფვის კიევის რეჟიმი, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ტაძრები სასტუმრობად, საუნებად და სხვა ისეთ დაწესებულებებად გადაკეთდება, რომლებსაც რელიგიასთან არაფერი აკავშირებს, განაცხადა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
„სავსებით აშკარაა, რომ უკრაინაში ამ უდიდესი კონფესიისთვის თავის მოკვეთა კიევის რეჟიმის მიერ რეალიზდება, რის შემდეგაც მისი დარჩენილი მრევლის მიმართ ანგარიშსწორება დროის საკითხი იქნება ... როდის წაართმევენ ყველა ამ ტაძარს საბოლოოდ, რა იქნება იქ? შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ყველაფერი — აბანოები, საუნები, მაღაზიები, სასტუმროები, ტურისტული ცენტრები“, — დარწმუნებულია ზახაროვა.
აღმოსავლეთის მეათე ეკონომიკური ფორუმი ვლადივოსტოკში 3-6 სექტემბერს იმუშავებს შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა „შორეული აღმოსავლეთი — თანამშრომლობა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“.