„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა

ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს ოფიციალურად დაიწყო, რომელიც 60 დღეს გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია პარტიის გენმდივანმა, თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, წარმატებული, საქმიანი და გამოცდილი გუნდი მზად არის, ემსახუროს თბილისსა და თბილისელებს.
„წინ გვაქვს არაერთი გამოწვევა, რაც დედაქალაქის წინაშე დგას. ამისთვის კი საჭიროა საკრებულო დაკომპლექტდეს პროფესიონალი, პატრიოტი და ქალაქზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ხმას აქცევენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებად. თითოეულ მათგანს გამოარჩევს გამოცდილება, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა ამ ქალაქის წინაშე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს პარტიული სია ასე გამოიყურება:
1.
შალვა სუთიაშვილი;
2.
თინათინ ნიბლოშვილი;
3.
ბექა დავითულიანი;
4.
გურამ ნიკოლაშვილი;
5.
ნიკოლოზ კახეთელიძე;
6.
ნინო ვარდოსანიძე;
7.
ავთანდილ ცინცაძე;
8.
კონსტანტინე ზარნაძე;
9.
ბექა ოდიშარია;
10.
1ოთარ ჩრდილელი;
11.
გიორგი ხუროძე;
12.
კახა ბერაძე;
13.
ლევან არველაძე;
14.
ლევან აბაშიძე;
15.
ალექსანდრე მუკათარაძე;
16.
ნოდარ ბოკერია;
17.
მარიამ გრიგოლიშვილი;
18.
ლუკა ძაძამია;
19.
ქეთევან ჭავჭანიძე;
20.
ლალი კოლომიკოვი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს ოფიციალურად დაიწყო, რომელიც 60 დღეს გაგრძელდება.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.