ავჭალაში ხანძარია - ცეცხლის ჩაქრობაში ვერტმფრენები ჩაერთო

ცეცხლი ბალახს უკიდია
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ავჭალაში, ზაჰესის ტერიტორიაზე ხანძარია, იუწყება „პირველი არხი“.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს უკიდია და რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა გავრცელებული.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. როგორც სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ცეცხლის საცხოვრებელ ტერიტორიაზე გადასვლის საშიშროება არ არის.