მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სკოლა გაძარცვეს

Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში N2 საჯარო სკოლა გაძარცვეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
შემთხვევა 24 აგვისტოს ღამეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სკოლიდან კომპიუტერი და პრინტერი მოიპარეს.