ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა - ახალი მონაცემები

კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 38,4%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 4,9%-ით.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის ივლისში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,6%-ით გაიზარდა - გაიყიდა 1.664 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 60,7%-ით და 104 მლნ დოლარი შეადგინა.
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 38,4%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 4,9%-ით.
2025 წლის ივლისში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28,9%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1.369 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 8,4%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1.247 დოლარი შეადგინა.
კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს ბათუმში 15 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ბაზრის მოცულობა 6%-ით გაიზარდა და 778 მილიონი დოლარი შეადგინა.