თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოში ელჩად ოლივიე კურტო დანიშნა. მარკონის შესაბამისი განკარგულება საფრანგეთის ოფიციალურ ბიულეტენშია გამოქვეყნებული.
„უფროსი ადმინისტრატორი, ბატონი ოლივიე კურტო დაინიშნოს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში“, - აღნიშნულია განკარგულებაში.
კურტო შერაზ გასრის შეცვლის, რომელიც საფრანგეთის ელჩად საქართველოში 2023 წლიდან მუშაობდა.
აგვისტოს დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლის პოსტი ირაკლი ყურაშვილმა დაიკავა.