თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს - 2025 წლის იანვარ-ივლისში შემოსავალმა 96,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 5,7%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის პირველ შვიდ თვეში, იუწყება მედიაპლატფორმა BMG ფინანსთა სამინისტროს ხაზინაზე დაყრდნობით.
წლის დასაწყისიდან ქართული დერეფნით 277,1 სატვირთომ ისარგებლა. მიმდინარე წლის ივლისში ქვეყნის ტერიტორია გადაკვეთა 39,8 ათასმა სატვირთომ და ამ პერიოდში ბიუჯეტი 13,9 მლნ ლარით შეივსო.
თითოეული სატრანზიტო ტრაილერი ქვეყნის გადაკვეთის ნებართვისთვის 350 ლარის გზათსარგებლობის მოსაკრებელს ყიდულობს.
2024 წელს საქართველოს დერეფნის გავლით 512.665 სატვირთო მანქანამ გაიარა, გზებით სარგებლობიდან მიღებული შემოსავლები 2023 წელთან შედარებით 1,4%-ით შემცირდა და 179,4 მილიონი ლარი შეადგინა.