თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა სავალი გზიდან გადავარდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.