თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტიები სისუსტეს და არათანმიმდევრულობას ავლენენ, თბილისის მერის პოსტზე ერთიანი კანდიდატის შეთანხმებული წარდგენის მიუხედავად წინააღმდეგობები წარმოიქმნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციურმა პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“ თბილისის მერის პოსტზე ერთიან კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს. მანამდე ორივე პარტიამ, რომლებმაც 4 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, განაცხადეს, რომ ერთიანი კანდიდატი უპარტიო პირი იქნებოდა. ამავდროულად, კუპრაძე პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანია.
„ეს ყველაფერი აჩვენებს არათანმიმდევრულობას. ჯერ ამბობენ ერთს, მეორე აკეთებენ მეორეს. რა თქმა უნდა, ეს არის სისუსტის შედეგი. დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და სწორედ ამიტომ, საკუთარ გადაწყვეტილებებშიც არ არიან ჩამოყალიბებული, ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს, ხან მესამეს აკეთებენ“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეხება კონკრეტული კანდიდატის დასახელებას, ესეც სისუსტის გამოვლენაა, აღნიშნა მან.
„რეალურად, თქვენ ხედავთ, რომ დღეს ბავშვების ხელშია რადიკალური ოპოზიცია, რომლებსაც მაინც და მაინც არც განათლება გამოარჩევთ, არც გამოცდილება და არც არაფერი. ეს ძალიან კარგია, სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესები“, - განაცხადა მან.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: "თავისუფლების მოედანი", "ხალხისთვის", "ევროპული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ახალი", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", "ფედერალისტები".
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა უარს ამბობს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას "ხელისუფლების თამაშებში", რომელსაც "არალეგიტიმურს" უწოდებს, რადგანაც არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.