თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა იმერეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 36 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შიანაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა სამტრედიაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 47 წლის მამაკაცი დაჭრა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
პოლიციამ დანაშაული ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.