საქართველოში ამინდი გაუარესდება: გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინიპტიკოსების პროგნოზით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, საფრთხის დონე საშუალოა.