ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „სამხრეთის კარიბჭე“.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
ადგილზე მისულ სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ავტომობილში შუახნის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.
გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.