საქართველოში დწესებულია ვახტანგ გორგასლის ორდენი, რომელიც კონკრეტულ პირებს გმირული თავდადებისა და მამაცობისთვის გადაეცემათ. იბერიის მეფე და ქართული სახელმწიფოებრიობის დამაარსებელი, წმინდანად არის შერაცხული.
ვახტანგ გორგასალი საქართველოს ტურისტული სიმბოლოა - თბილი წყაროების ადგილას თბილისის დაარსების ისტორიას ყველა ჩამოსულ სტუმარს უყვებიან.
გორგასალი იყო შესანიშნავი სარდალი, იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისთვის ირანელთა უღლისგან, საქართველოს გაერთიანებისთვის. მისი მეფობის დროს ქვეყანაში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესია აშენდა.