არასაკმარისი მტკიცებულებები: ნარკოდანაშაულში ბრალდებული კიდევ ერთი პირი გამართლდა

პროკურატურა გამამართლებელი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო თედო აბრამოვი, რომელსაც ბრალი ნარკოტიკების შენახვა-შეძენაში ედებოდა.
აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მას 4,4 გრამი MDMA აღმოაჩნდა.
მოსამართლემ აბრამოვის გამართლების მიზეზად ნარკოტიკების ამოღების ვიდეოჩანაწერის და ნეიტრალური მოწმეების ჩვენებების არარსებობა დაასახელა, რომლებიც დანაშაულის ფაქტს დაადასტურებდა.
პროკურატურა გამამართლებელი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
გასულ კვირაში საქართველოს სასამართლომ დეკემბერში ნარკოტიკების შენახვის ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი პირი გაამართლა. ექიმი გიორგი ახობაძე დამნაშავედ ცნეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.
ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ ექიმმა 3,73133 გრამი ალფა-PVP შეიძინა და შეინახა, რადგან მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ნარკოტიკების შეფუთვაზე ახობაძის დნმ-ის კვალი და პოლიციელების ჩვენებები არასაკმარისად მიიჩნია.