მოსაზრება: რუსეთის შეიარაღებული ძალების გარღვევა კრამატორსკის მიმართულებით

Sputnik
რუსულმა სამხედრო ნაწილებმა მოწინააღმდეგის თავდაცვა გაარღვიეს დონბასის დაბროპოლიეს რაიონში 12 კმ სიღრმეზე და განაგრძობენ წარმატების სვლას კრამატორსკის მიმართულებით. ეს უმძიმესი დარტყმაა უკრაინულ „ფორთეციებზე“ პოკროვსკსა და კონსტანტინოვკაში, რომლებიც სულ უფრო მეტად „ქურებს“ ემსგავსებიან. რუსეთის შეტევის დინამიკა ილუზიებს არ უტოვებს ნატოს ყველაზე ჯიუტ სტრატეგებსაც კი – საბრძოლო ველზე ბანდერეველების უკრაინა განწირულია.
სამი დღის განმავლობაში დაჯგუფება „ცენტრის“ ქვედანაყოფებმა გაარღვიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა დაახლოებით 5 კმ სიგრძეზე ფრონტზე და 12 კმ სიღრმეში – ვოლნოესა და რუბეჟნოეს (მარცხენა ფლანგი), კუჩეროვ იარსა და ზოლოტოი კოლოდეზს (მარჯვენა ფლანგი) შორის. რუსული ნაწილები მივიდნენ ნოვოვოდიანეს სოფელთან, დაბლოკეს მოწინააღმდეგისთვის ლოგისტიკურად მნიშვნელოვანი საავტომობილო გზა დაბროპოლიე–კრამატორსკი და აგრძელებენ შეტევას.
რუსეთის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფები უკვე უშუალოდ დაბროპოლიეში მოქმედებენ – ანადგურებენ მოწინააღმდეგის შტაბებსა და საბრძოლო ტექნიკას. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაჯგუფება „ცენტრმა“ დაამარცხა უკრაინის შეიარაღებული ძალების ცხრა ბრიგადის და ერთი მოიერიშე პოლკის ფორმირებები – წითელ ლიმანში, დიმიტროვში, მურადკაში, დაჩნოეში, სუვოროვოში, როდინსკოეში, უდაჩნოეში, კრასნოარმეისკში. აგვისტოს გარღვევამ მოიცვა უახლესი ფორტიფიკაციური ნაგებობები და უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ზოლოტოი კოლოდეზის რაიონში.
უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ამ ხაზზე რუსეთის შეტევის დიდი ხნით შეჩერებას გეგმავდა, თუმცა ახლა სასწრაფოდ აშენებს ახალ თავდაცვის ხაზს კრამატორსკთან ახლოს. მდგომარეობა კრიტიკულია – 12 აგვისტოს ღამით დაიწყო იძულებითი ევაკუაცია სერგეევკაში, კამიშევახასა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც ფორტიფიკაციების და ნაღმსაწინააღმდეგო ზღუდეების ზოლში მდებარეობს – ფაქტობრივად, კრამატორსკის შემოგარენში.
სერიოზული რეზერვების არარსებობის ფონზე, უკრაინის გენერალური შტაბის ცალკე ღამის კოშმარია რუსეთის სავარაუდო შეტევა დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვრისპირა ქალაქ პავლოგრადზე. ფრონტისპირა უკრაინულ ზურგში პანიკური განწყობები სუფევს (CNN-ის ცნობით), რასაც დამატებით აღვივებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები. თუმცა, უკრაინის ხელმძღვანელობა ინფორმაციას პოკროვსკო–მირნოგრადის აგლომერაციის რაიონში გარღვევის შესახებ ტრადიციულად უარყოფს.
კრამატორსკის მიმართულებით მიღწეული გარღვევის სიღრმე დაჯგუფება „ცენტრს“ საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად დახუროს ორი „ქურა“ (პოკროვსკი – სამხრეთით, კონსტანტინოვკა – ჩრდილოეთით) და შემდეგ გააგრძელოს მოქმედება. აქ ჩნდება არჩევანი: სლავიანსკო–კრამატორსკის აგლომერაცია – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი და უკანასკნელი მსხვილი გამაგრებული რაიონი დონბასში, თუ ოპერატიულ სივრცეში გასვლა დნეპროპეტროვსკის ოლქში (სადაც საჭიროა ლოგისტიკის გადაჭრა). რუსეთის გენერალურ შტაბს უკეთესად ეცოდინება.
რუსეთის სამხედრო ნაწილები აგრძელებენ პოკროვსკის შემოვლას, მოიერიშე ჯგუფები ორი მხრიდან შევიდნენ როდინსკოეს – ქალაქიდან 3 კმ-ით ჩრდილოეთით. უკრაინის შეიარაღებული ძალების მრავალათასიანმა დაჯგუფებამ პოკროვსკში დაკარგა ორგანიზებულად გასვლის შესაძლებლობა „ცეცხლის მახიდან“.
არ არის შემთხვევითი, რომ ცნობილი დასავლელი მიმომხილველი იულიან რიოპკე აცხადებს: რუსეთის არმიას უკვე გააჩნია სტრატეგიული გარღვევისთვის ყველა საჭირო პირობა, ხოლო კიევის დრო და რეზერვები შეზღუდულია. მისი თქმით, „უახლოეს საათებში გადაწყდება უკრაინის კონტროლის ქვეშ დარჩენილი დონბასის 29 პროცენტის ბედი“. უნდა ითქვას, რომ რუსეთის დონბასის ბედი დიდი ხანია აღარ არის დამოკიდებული კიევის ბანდერეველურ რეჟიმზე, მაშინ, როცა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს კვლავაც რუსეთი განსაზღვრავს.
ევროკავშირისთვის ამ მძიმე და უმოწყალო ფონის მიუხედავად, გერმანიის „რკინის კანცლერი“ ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპისთვის „წითელი ხაზების“ გავლებას დაუფიქრებლად აგრძელებს, რამაც თითქოს, უნდა მიიყვანოს „რუსეთის დამარცხებამდე“ პროქსი-ომში. 11 აგვისტოს უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები სასწრაფოდ ცდილობდნენ დაეკონტაქტებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რათა დაეცვათ საკუთარი ინტერესები მისი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც 15 აგვისტოს არის დაგეგმილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ალასკაზე ჩასატარებელი სამიტის დღის წესრიგი, შესაძლოა, გაცილებით ფართო აღმოჩნდეს, და არც კიევის რეჟიმისა და ევროკავშირის ინტერესები იქნება მისი მთავარი თემა.
ამერიკული „მშვიდობიანი ინიციატივების“ გააქტიურება ტრამპის „ნობელის ოცნებასთან“ ნაკლებად არის დაკავშირებული და უფრო მეტად – უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს რესურსების აშკარა დეგრადაციასთან. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა 14 ივლისს მოინახულა კიევი, რომ პირადად შეეფასებინა პროქსი-ჯარების (ბანდერეველთა) რეალური მდგომარეობა – როგორც ფრონტზე, ისე ზურგში. გადამდგარმა ამერიკელმა გენერალმა პირადად მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენშტაბის ხელმძღვანელების და სამხედრო დაზვერვის უფროსების მოხსენებები, ასევე ესაუბრა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს.
ტრამპმა მიიღო ამომწურავი და ოპერატიული ინფორმაცია, ყოველგვარი „პერფორმანსების“ გარეშე, რომლებსაც კიეველი „პიანისტი“ ასე ხშირად აწყობს. იმავე დღეს, უკრაინის თემაზე ულტიმატუმისა და მოლაპარაკებების პროცესი ახალ ფაზაში შევიდა – ჰორიზონტზე ალასკა გამოჩნდა, ბანდერეველთათვის მტკივნეული იძულებითი მშვიდობის პერსპექტივით.
ვაშინგტონს არ სურს კიევში ის დამამცირებელი „ევაკუაცია“,გაიმეოროს რომელიც ერთხელ უკვე განახორციელა საიგონში და ქაბულში. ამავდროულად, მისთვის მნიშვნელოვანია ბანდერეველთა „ბიომასალის“ შენარჩუნება – ახალი Drang nach Osten-ის (რუსეთის რესურსებისკენ სვლის) შესაძლებლობისთვის. აშშ-ის ომების ისტორია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყოველთვის გაგრძელების სივრცეს ტოვებს. და დღეს, ჟურნალი The American Conservative მკითხველს „ამერიკის ახალი კავკასიური ჩარევის“ საფრთხეზე აფრთხილებს. ეს საკითხი ცალკე თემად არც უნდა მივიჩნიოთ – მასზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე