თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს 18-წლამდე რაგბის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე მატჩი მასპინძელ თანატოლთა A ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 19:57 დამარცხდა, იუწყება პირველი არხი.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სამი ლელო დაუდეს (გოჩა ფიცხელაური, გაბრიელ რაზმაძე, გიორგი ბერძენიშვილი), საპასუხოდ კი 9 ლელო მიიღეს.
საერთშორისო სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ინგლისის გუნდი ანგარიშით 35:31 დაამარცხა.
სერიის ბოლო მატჩს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 16 აგვისტოს ირლანდიასთან გამართავენ.