რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა

აშენებული ობიექტების დიდი ნაწილი მოდის თბილისზე, ასევე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებზე.
Sputnik
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 1,6 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 1.540 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 10,5%-ით შემცირდა, საერთო ფართობი კი 0,2%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აშენებული ობიექტების დიდი ნაწილი მოდის თბილისზე, ასევე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებზე.
2025 წლის პირველ ნახევარში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 5,2 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 5,4 ათასი ნებართვა გასცეს.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 3%-ით, სავარაუდო მშენებლობების ფართობი კი 3,8%-ით შემცირდა.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 75% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.