რაგბი: საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისის გუნდი დაამარცხა

საქართველოს ნაკრები 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს ეთამაშება, 16 აგვისტოს კი – ირლანდიას.
Sputnik
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს 18-წლამდე რაგბის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი ინგლისელ თანატოლებთან ჩაატარა და ანგარიშით 35:31 დაამარცხა.
პირველ ტაიმში „ბორჯღალოსნები“ ანგარიშით 13:21 დამარცხდნენ. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა უფრო იაქტიურა და მე-60 წუთისთვის ანგარიშით 32:31 დაწინაურდნენ.
შეხვედრის დასასრულს ქართველმა მორაგბეებმა რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლეს, მატჩის ბოლო წუთზე ჯარიმა გაიტანეს და საბოლოოდ ანგარიშით 35:31 გაიმარჯვეს.
აღნიშნულ ტურნეში საქართველოს ნაკრები 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს ეთამაშება, 16 აგვისტოს კი – ირლანდიას.