წვიმა, ქარი და სეტყვა - საქართველოში ამინდი იცვლება

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე პერიოდში, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ნათქვამია გარემოს ეროვნული საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღნიშნულ პერიოდში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მოსალოდნელია სეტყვაც,.
ზღვაზე ნავარაუდევია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).