თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 25 კანდიდატი პარტიის გენმდივანმა, თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა.
მმართველმა პარტიამ დედაქალაქის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად 31 ივლისს წარადგინა. კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის - პირველად ის 2017 წელს აირჩიეს, მეორედ - 2021 წელს.
„აი ეს ადამიანები, ჩემთან ერთად, იღებენ პასუხისმგებლობას თბილისის მომავალზე! ეს ადამიანები დაიცავენ თქვენს ინტერესებს საკრებულოსა და მერიაში, აქტიურად ჩაერთვებიან საკანონმდებლო საქმიანობაში თქვენი კეთილდღეობისთვის და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდასაჭერად, მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის რაიონები და კანდიდატები:
ვაკის რაიონი
ალექსანდრე ასათიანი,
ბექა გელენავა
მთაწმინდის რაიონი
ზურაბ აბაშიძე
სამგორის რაიონი
გიორგი დოხტურიშვილი,
ზაქარია წიკლაური,
ვაჟა კოკაია,
მამუკა ხაბარელი
ისნის რაიონი
კახაბერ ლაბუჩიძე,
ბექა მენთეშაშვილი,
დავით ხაბეიშვილი
კრწანისის რაიონი
ლევან ჯაფარიძე
ნაძალადევის რაიონი
ირაკლი ბენდელიანი
შალვა მაისურაძე
დავით ჭელიძე
ვალერიან პაპუაშვილი
გლდანის რაიონი
შალვა ოგბაიძე
ცოტნე ჩიქვინიძე
მიხეილ რეხვიაშვილი
ჯაბა კოღუა
დიდუბის რაიონი
გივი ჩხარტიშვილი
შოთა ქევხიშვილი
საბურთალოს რაიონი
ბექა მიქაუტაძე,
არჩილ ნიჟარაძე,
შალვა პერანიძე
ჩუღურეთის რაიონი
ზურაბ ჩიკვილაძე
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია 5 ოქტომბერს ოფიციალურად დაიწყო, რომელიც 60 დღეს გაგრძელდება.