კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის დაასახელეს

კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორმა, გამოცემა France Football-მა დაასახელა.
Sputnik
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე, „ოქროს ბურთზე“ ოფიციალურად წარადგინეს.
„ოქროს ბურთი“ - ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდოა, ცნობილია როგორც ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. ჟურნალი France Football ნომინანტების საბოლოო სიას აგვისტოში გამოაქვეყნებს, ხოლო დაჯილდოების ცერემონია პარიზში 22 სექტემბერს გაიმართება.
კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორმა, გამოცემა France Football-მა დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2025 წლის იანვარში გახდა. იგი ფრანგულ კლუბს „ნაპოლიდან“ შეუერთდა და მაისში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
24 წლის ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის კარიერაში მეორედ დასახელდა. 2023 წელს ის მე-17 ადგილზე გავიდა.
2024 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი გახდა.