ადიგენში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

Sputnik
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა პირუტყვი.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
ვითარებას ადგილზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია სპეცტექნიკა.