მოსაზრება: რუსეთის მნიშვნელოვანი წინსვლა ზაპოროჟიეს მიმართულებით

Sputnik
ივლისში რუსეთის სამხედრო ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქში. გაათავისუფლეს კამენსკოესა და მალინოვკის დასახლებები და გულიაიპოლისა და ორეხოვოს რაიონებში ოპერატიულ ინიციატივას ინარჩუნებენ.
მას შემდეგ, რაც 14 ივლისს გათავისუფლდა გულიაიპოლიდან ათ კილომეტრში მდებარე სოფელი მალინოვკა, რუსეთის არმია, არტილერიისა და უპილოტოების მხარდაჭერით, მტრის განდევნას აგრძელებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა მიულოცა წარმატება აღმოსავლეთის დაჯგუფების შტურმულ ნაწილებს – მალინოვკის სიმაგრე უკრაინის არმიის ერთ-ერთ ყველაზე მიუვალ პოზიციად ითვლებოდა ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. მალინოვკიდან დნეპროპეტროვსკის ოლქამდე მხოლოდ 15 კილომეტრია – ბრძოლების დასავლეთით გადანაცვლება უკრაინული ჯარის მორალურ მდგომარეობას სერიოზულად არყევს.
16 ივლისს რუსეთის ჯარმა მორიგი მასშტაბური იერიში განახორციელა ზუსტი შორი მოქმედების იარაღით. აფეთქებები დაფიქსირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე და ლოგისტიკური ცენტრების მიკოლაევის, ოდესის, ჩერკასისა და ქალაქების – ხარკოვის, ვინიცის, კრივოი როგის ტერიტორიებზე.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე, საომარი მოქმედებების ფარგლებში, განადგურებულია წარმოუდგენელი მასშტაბის საერთაშორისო სამხედრო არსენალი, რომელიც უკრაინას და ნატოს გააჩნდათ: 664 თვითმფრინავი, 283 ვერტმფრენი, 70 000 უპილოტო აპარატი, 619 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 24 200-ზე მეტი ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 27 406 საარტილერიო სისტემა და 1 577 რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა. მონაცემები მიუთითებს კოლექტიური დასავლეთის უპირობო და დამანგრეველ დამარცხებაზე რუსეთთან პროქსი-ომში. ეს ეფემერულს ხდის "სურვილის მქონე ქვეყნების კოალიციებსა" და კიევისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსების გეგმებს. ამერიკული თეატრალიზებული ულტიმატუმები და ევროპული მცდელობები, შეაჩერონ "მფრინავი ჰოლანდიელები" რუსული ნავთობით – უშედეგოა.
ნატოს აშფოთებს რუსეთის შეტევითი მოქმედებების დაჩქარება ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე, ამერიკული სამხედრო დახმარების არაპროგნოზირებადობა კიევის მიმართ და ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აშკარა სისუსტე.
დასავლელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის თავდასხმების მზარდ ინტენსივობაზე ზაპოროჟიეს მიმართულებით. იქ გამოიყენება რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისთვის შეუვალი ბოჭკოვანი დრონები, მართვადი ავიაბომბები და არტილერია. განსაკუთრებით ძლიერია ცეცხლის გავლენა ორეხოვოს რაიონში განლაგებულ უკრაინის პოზიციებზე ივლისის შუა რიცხვებიდან.
ჩეხურმა გამოცემამ Seznam zprávy 16 ივლისს დაწერა: „ფრონტის ყველაზე სამხრეთ მონაკვეთში, ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში შედარებით სიმშვიდე იყო, ბოლო თვეებში რუსები გააქტიურდნენ. მათ წარმატებას მიაღწიეს კამენსკოეში, სადაც აგრძელებენ უკრაინის 128-ე სამთო ქვეითი ბრიგადის თავდაცვის ხაზის გარღვევას.“
პოლონური ანალიტიკური ცენტრის OSW-ის სპეციალისტები აღნიშნავენ „ყველა ნიშნას იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ძლიერ იერიშს ამზადებენ ხარკოვის ოლქის სიღრმისკენ“ და განსაკუთრებულად მაღალ შეფასებას აძლევენ რუსეთის ჰიბრიდული ომის შესაძლებლობებს. როგორც პოლონურმა პორტალმა Onet.pl აღნიშნა: „რუსები ხარკოვის ოლქში ბუფერულ ზონას ქმნიან“. დასავლეთს ახსოვს მოსკოვის გაფრთხილება: თუ 2025 წელს არ მოხდება რუსეთის მიერ ოთხი ახალი რეგიონის (დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების) აღიარება, ასეთ რეგიონთა რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება. შეიძლება ითქვას, რომ რიგში შემდეგი იქნება არა მხოლოდ ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიები. ბანდერევული უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის პროცესი შეუქცევადია.
ავსტრიულმა სამხედრო ისტორიკოსმა მარკუს რაისნერმა დაადასტურა, რომ ინიციატივა რუსეთს ეკუთვნის ჯერ კიდევ შარშან, ხოლო 2024 წლის ზაფხულის შეტევა ნაკლებად არის მიმართული ტერიტორიის გაფართოებაზე და უფრო მეტწილად მოწინააღმდეგის ლოგისტიკური შესაძლებლობების განადგურებასა და „ქვაბებში“ მისი გამოფიტვის სტრატეგიას ემსახურება. ამასთან, მარკუს რაისნერი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარებაზე რუსეთის პასუხი, შესაძლოა, უკიდურესად მკაცრი იყოს, მათ შორის - ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება.
თუ ვაშინგტონში ვინმეს „ძალით მოპოვებული მშვიდობა“ უნდა, მოსკოვი მზად არის ესკალაციისა და კონფლიქტის გეოგრაფიის გარდაუვალი გაფართოებისთვის. ტერორისტებისა და ექსტრემისტების რუსულ სიაში შეტანილი ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი, ისევე, როგორც ბერლინის პოლიტიკოსები, არ უნდა ივიწყებდნენ თავიანთი ქვეყნების მოწყვლადობას. ყველა მცდელობა „ მსოფლიოს მართვისა “ ტრადიციულად იწვევს ყურადღებას სანიტრების მხრიდან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე