თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა გუშინ უსაფრთხოების მიზნით დაწესდა.
კერძოდ, ძლიერი წვიმის გამო, აღნიშნული გზის 96-ე კმ-ზე (სოფელი გიორგიწმინდა) მაღალი იყო ღვარცოფული ხევის ადიდების სარფთხე.