თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ვაკე-საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, 16 ივლისს კომპანია ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N21-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ ქუჩებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 ივლისის 22:00 საათიდან 17 ივლისის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაჟა ფშაველას მე-3 შესახვევს, ვაჟა-ფშაველას მე- 2 კვარტალს, ნუცუბიძის ქუჩა N2- 78ა, N1-129ა, ნუცუბიძის პირველ ჩიხს, ონიაშვილის ქუჩა N61-87, N64-80, ბუდაპეშტის ქუჩა N13-29, N 14-30, ლვოვის ქუჩა N 81-97, ვაზისუბნის ქუჩა N 79-139, N78-138, ბუდაპეშტის 1-ელ შესახვევს, მეგრელაძის, დელისის, ზალდასტანიშვილების, ვ. ჩიქოვანის, ნადარეიშვილის, მიქელაძის, ნადარეიშვილის, ჯებაშვილის, ჯებაშვილის I გასასვლელს, ტრიპლოვსკის, კამანის, მარო თარხნიშვილის 1-ელ და მე-2 ჩიხს, ჩიქოვანის 1-ელ და მე-2 შესახვევს, აფხაიძის, მეგრელიძის, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩებს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.