თბილისის ცენტრში ორი ადამიანი დაჭრეს

სისხლიან ანგარიშსწორებას წინ საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულის აივანზე დაწყებული შელაპარაკება და ხელჩართული ჩხუბი უძღოდა.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ორი პირია დაჭრილი, იუწყება ტელეკომპანია "პირველები".
ტელეკომპანიის ცნობით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულის აივანზე დაწყებული შელაპარაკება და ხელჩართული ჩხუბი უძღოდა.
მიცკევიჩის ქუჩაზე ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მისული. 112-ში ადგილობრივმა დარეკა და სწორედ მან გამოიძახა ადგილზე პოლიციაც.
მიცკევიჩის ქუჩაზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.